მოიმატებს თუ არა სტომატოლოგიური მომსახურების ფასი?

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა განმარტა, მოიმატებს, თუ არა სტომატოლოგიური მომსახურების ფასი.

ქეთევან გოგილაშვილის თქმით, სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლებზე, შესაბამისად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ფასების გათვალისწინებით, სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ცოტათი მოიმატებს.

„სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლებზე. დღეს რომ ფასებს გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არც თუ ისე იაფია, ამიტომ სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ცოტათი მოიმატებს“, – განაცხადა გოგილაშვილმა.

ქვეყანაში სტომატოლოგიური კლინიკების მუშაობა 22 მაისიდან განახლდება.

მსგავსი თემები