უკრაინაში დაღუპულ ალუდა ზვიადაურს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალუდა ზვიადაურს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამოქალაქო  პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც გარდაცვლილი სამხედროს ცხედარი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

42 წლის ალუდა ზვიადაური  18 ივნისს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაურს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს.

საერთო ჯამში,  უკრაინაში რუსეთის აგრესიას 16 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

მსგავსი თემები