მეუფე ბოდიშს იხდის და შენდობას ითხოვს

ბოდბელი ეპისკოპოსი შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებისთვის  საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ჟურნალიტებთან საუბრსას განაცხადა და აღნიშნა, რომ  სამი წელია, არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ასაიდუმლოებდა.

„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრების გამო. ჩემი ლექსიკის გამო ძალიან ბევრი დაბრკოლდა და ყველას შენდობას ვთხოვ ერს და ბერს და ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რაღაცები ვიცოდი… როგორც მონაზონს, გულში მქონდა ხინჯი და ახლა კი ვარ თავისუფალი ადამიანი ეს რომ ვთქვი. რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი პრემერ მინიდტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მას პატრიაქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობი, დღეს, ქორეპისკოპოსისა და  საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის პოზიციიდან გათავისუფლდა.

მსგავსი თემები