“გემიდან პირველი გარბიან ვირთხები” – დეკანოზი ანდრია საპატრიარქოსთან დაპირისპირებაზე

საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წმინდა სინოდის სხდომას ელოდება და აცხდებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები სინოდმა უნდა მიიღოს.

ამავდროულად, დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოკლე შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის კაპიტნად დარჩენას ისურვებდა.

„ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც, რომ  გემიდან პირველი გარბიან ვირთხები (რომლებსაც მოეჩვენათ, რომ დროა თავს უშველონ). ბოლომდე კი რჩება კაპიტანი. რაც უნდა იყოს, მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს. ყველაფერი კარგად იქნება“ – წერს დეკანოზი.

რაც შეეხება კონკრეტულ სკანდალურ განცხადებებს მეუფე იაკობის მხრიდან, დეკანოზი სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება.

„ეს განცხადებები და შემდეგ განვითარებული მოვლენები სრულიად მოულოდნელი იყო. მღვდელმთავრები აყენებენ დაკითხს, რომ სინდორზე მოხდეს ამ თემების განხილვა და ალბათ, სინოდი იმსჯელებს. სამსჯელო ნამვილად არის ესე თუ ის მღვთელმთავრის ქმედება და ამაში სწორედ სინოდია კომპეტენტური“ – აცხადებს დეკანოზი ანდრის ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი პრემერ მინიდტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მას პატრიაქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.  

მსგავსი თემები