მეუფე იაკობი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს საპატრიარქომ,  ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანება გაავრცელა. მის მიხედვით, მეუფეს საპატრიარქოში დაკავებული პოზიცია ჩამოერთვა.

„ა.წ. 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

მსგავსი თემები