თბილისი-ფოთის მატარებლის ვაგონის კედლის მოხატვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებს დილით ვაგონი მოხატული დახვდათ, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.