“რუსთავი 2” ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება

რამდენიმე დღეში, მაყურებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განახლებული საეთერო ბადით იხილავს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  მაყურებელი  “რუსთავი 2”-ზე ბევრ სიახლეს იხილავს.  ეთერში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები იქნებიან.

რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ “კურიერი” სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება. 

“რუსთავი 2”-ელები დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის. ჩვენთანა მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი,  შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ “კურიერით”. მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში ” – განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი თემები