“კორონავირუსის გამო, წელს ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წელს ბევრ ტრადიციაზე მოუწევს საქართველოში მოსახლეობას უარის თქმა.

„წელს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი ძალიან კარიგ ტრადიციისგან, რაც გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ეპიდემიოლოგების თქმით, სასურველია, მომდევნო დღეებში გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქალაქეთა შეკრებებზე კვლავ დარჩეს ძალაში.

„რაც შეიძლება მეტად და დიდხანს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი თავშეყრისაგან. გვესმის, რომ ადამიანების სოციალური არსებები არიან და დიდხანს ვერ იქნებიან სოციუმის გარეშე, გვესმის, რომ თავშეყრებზეც გარკვეული დაშვება იქნება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ახალი შემთხვევების რიცხვი და ლეტალობის შემთხვევები იქნება დაბალი, ნელ-ნელა გაფართოვდე ადამიანთა ოდენობა. ამის მიხედვით უნდა ვმართოთ ეს პროცესი. დიდი თავშეყრისგან თავს იკავებენ ჩვენზე წარმატებული ქვეყნები და ვფიქრობ, რომ გარკვეული შეზღუდვები უნდა დარჩეს მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““კორონავირუსის გამო, წელს ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა” – ამირან გამყრელიძე”

  1. beste espresso machine

    keep up the excellent work , I read few articles on this site and I conceive that your website is real interesting and has got bands of fantastic information.