“ხანდახან გამოვიდეთ სახლიდან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, სუფთა ჰაერზე კარგია” – პაატა იმნაძე

“დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

ამასთან, ის მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ ისეირნებენ ისეთ ადგილზე, სადაც დიდი თავყრილობაა, ასევე დაიცვან დისტანცია.

„დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, კარგია სუფთა ჰაერზე. დავიცვათ შეზღუდვები მაქსიმალურად, ვეცადოთ ხანდაზმულები როდესაც დაიწყებთ გამოსვლას. ბავშვები უკვე  ნამდვილად შეიძლება, ვასეირნოთ.

სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ბავშვებიც და ჩვენც უნდა გავიდეთხოლმე სუფთა ჰაერზე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ნუ ისეირნებთ ისეთ ადგილებში, სადაც დიდი თავყრილობა იქნება ხოლმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები