კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, რიგით 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, COVID -19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

“დილის შემდეგ ახალი შემთხვევა დაგვემატა და ამ დროის მონაცემებით უკვე 91 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ის ჩვენს ცენტრში იმყოფება. სულ 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება დღეს და მათგან ერთზე მოვიდა დადებითი პასუხი. ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს ინგლისში. უნდა დაიწყოს დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა და მძიმე არ არის. ის ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხვალ 7 პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

91 დადასტურებულ შემთხვევას შორის გამოჯანმრთელებული კვლავ 18 პაციენტია.

მსგავსი თემები