“თუ რუსეთს აგრესორად თვლით,  ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ“, – ჯაბაროვი

“საქართველო პატარა ბავშვი არ არის, რომელსაც არაფერი ესმის, ბავშვი, რომელსაც, როცა დააშავებს, უნდა აპატიო”, _ ეს განცხადება რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, კერძოდ კი, აკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი.

„საქართველო პატარა ბავშვი არ არის, რომლსაც არაფერი ესმის, ბავშვი, რომელსაც, როცა დააშავებს, უნდა აპატიო. უკვე 30 წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი ნაბიჯებისთვის პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ზომები, სანქციები. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინოების ხარისხი გაუარესდა. რატომ უნდა თქვა ეს? ამაზე ყველაზე ეღიმება. უნდა თქვა მკაფიოდ, რომ სახელმწიფო გადადგა არამეგობრული ნაბიჯი, ამიტომ ამ ქვეყანასთან ვაჭრობა არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ ჩვენს ხარჯზე ფული იშოვოთ, თუ რუსეთს აგრესორად თვლით, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ“, _განაცხადა ჯაბაროვმა.

რუსი დეპუტატის განცხადებით, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მიზერულ წილს იკავებს, ამიტომ მას ჩილეს, საფრანგეთისა და იტალიის ღვინოებით შეავსებენ. ჯაბაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა დააწესოს.

მსგავსი თემები

One Thought to ““თუ რუსეთს აგრესორად თვლით,  ნება იბოძეთ და თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებში გაყიდეთ“, – ჯაბაროვი”

  1. არკადი

    ქართული ღვინო საუკეთესოსა. მაშინ შარდს დალევთ