“თუ დემოკრატიით აპირებს სამყაროს გაკვირვებას, მაშინ ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა”- გუბაზ სანიკიძე

“თუ მას ქვეყანა უყვარს, თუ ის დიდი პატრიოტია, თუ ის დემოკრატიით აპირებს სამყაროს გაკვირვებას, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა, ” – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რაც ორ პარტიას, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” თანაბარ პირობებში ჩააყენებს:

“იკვეთება ერთი სურათი, რომ ქართველი ხალხის ნახევარს ეშინია ივანიშვილის და ნახევარს ეშინია მიხეილ სააკაშვილის, ეს არის ფაქტი. გამოსავალს ვხედავ ერთ რამეში, რადგან ეს ორი კაცი არის ასეთი პრობლემური თითო-თითო ნახევრისთვის, თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ეს ორი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილი არ არის ქვეყანაში და მისი ჩამოსვლა არის პრობლემური, მაშინ, თანაბარ პირობებში რომ ჩავაყენოთ ეს ორი კაცი, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა.

მე არ ვამბობ რომ “ოცნება” უნდა გაუქმდეს, მე არ ვამბობ რომ “ნაცმოძრაობა” უნდა გაუქმდეს, ამის უფლება არავის აქვს, მაგრამ დატოვოს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტერიტორია, თუ მას ქვეყანა უყვარს, თუ ის დიდი პატრიოტია, თუ ის დემოკრატიით აპირებს სამყაროს გაკვირვებას, მაშინ შეიქმნება აქ თანაბარი ვითარება,’- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი თემები