შვილმომკლულ მამასთან აუდიენციას პროკურატურა ერთ კვირაში გეგმავს

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, გენერალურ პროკურატურაში 12 თებერვალს ელოდებიან, სადაც მას საშუალება ექნება, საქმიანი კომუნიკაციის ფორმატში შეხვდეს მის საქმეზე მომუშავე ყველა პროკურორს. აღნიშნული ანონსი მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ზაზა სარალიძემ, პროკურატურის შენობაში ძალით შეჭრა სცადა. შვილმოკლულმა მამამ ​პირველ თებერვალს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურდა.  ამასთან დაკავშირებით თადუმაძეს წერილობით მიმართა, მაგრამ მთავარი პროკურორისგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია. ამიტომ გადაწყვიტა დღეს, საკუთარი სურვილითა და მასმედიის თანხლებით მისულიყო პროკურატურაში. იგი…

მეტი...

“მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას” – ირაკლი შოთაძე 

თბილისის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრისას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ დანა ჰქონდა მხოლოდ ორ პირს, ბარბაქაძეს და ჯანაშიას და სწორედ მათ გამოიყენეს იგი. ყოფილი მთავარი პროკურორი, ბარბაქაძის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განიხილავს და აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში, ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მივიდა და მეორე მეგობრის დასახმარებლად მოკლა დადუნაშვილი. ​ირაკლი შოთაძის აზრით, სარალიძეც ბარბაქაძემ მოკლა. „ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება, ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე, მისი…

მეტი...

სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე და ის სასამართლოზე უნდა დაგვეკითხა – ​გიორგი გაბიტაშვილი 

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, კითხვაზე, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მირზა სუბელიანი, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ არ გაჩენილიყო რაიმე სახის ზემოქმედების შეგრძნება საზოგადოებაში. „რასაკვირველია, როგორც კი ეს გახდა ცნობილი, დადგა მისი დაკითხვის საჭიროება, თუმცა რადგან სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში, ჩვენ დაველოდეთ მის სასამართლოში დაკითხვას, სადაც პროკურორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მისთვის დაესვა ნებისმიერი კითხვა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო გარკვეული კითხვები. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს – ბატონმა ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტულ საქმეში…

მეტი...

ბანკში მკვლელობა რომ მოხდეს, რამდენი ხნით უნდა დაილუქოს? – გაბიტაშვილი ფარდულის დანგრევაზე

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ევალებოდათ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ადგილზე არსებული ფარდულის დაცვა, რაზეც მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა  განაცხადა, რომ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა. მისივე თქმით, თუ ვინმეს დასჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, იქ იყო  სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა. “წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ, რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის…

მეტი...

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში მინისტრებსაც დაკითხავენ  

 თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დასაკითხ პირთა სია ცნობილია. სიაში, რომელიც პარლამენტს კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ წარუდგინა, დასაკითხ პირთა შორის მოხსენიებულია იუსტიციისა და შს მინისტრების გვარებიც,  ასევე. დაიკითებიან გამომძიებლები, პროკურორები და აწ უკვე თანამდებობიდან გადამდგარი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც. დასაკითხთა სია ასეთია: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი – ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ამავე ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა,…

მეტი...