ქართული დიასპორული ფორუმი – 2018 გაიხსნა

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში დღეს, ქართული დიასპორის ფორუმი გაიხსნა, რომელშიც ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ. ფორუმის გახსნას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები. ორდღიანი ფორუმისთვის დელეგაციები ჩამოვიდნენ გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ფორუმის ფარგლებში თემატური შეხვედრები 4 მიმართულებით იმართება: მედია და სახალხო დიპლომატია; ბიზნესი და ეკონომიკა; კულტურა და განათლება. ​ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ყურადღება გაამახვილა დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებასა და მათი ხელშემწყობი პროგრამების გააქტიურებაზე. ასევე, ქართული ენის შენარჩუნებაზე.…

მეტი...