მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი ახლახან დასრულდა. მანამდე კი, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც მისი ბრალეულობის საკითხი დეტალურად იყო აღწერილი. გიგა გიგაშვილს ბრალი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაცვის მხარე კი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მეორე ბრალდებულსაც, კომპანია – ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძესაც, რომელსაც ყალბი დოკუმენტაციის…

მეტი...

ტურისტი ტაბაწყურზე გარდაცვლილი იპოვეს

სამცხე ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბასთან უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ის დაკარგული იყო და მაშველები ორი დღეა, ეძებდნენ. გარდაცვლილს კი დღეს მიაკვლიეს. ტურისტი ჩეხეთიდან იყო.  

მეტი...

ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ქართველი ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.  მან უზბეკეთში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო ეტაპზე, 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი  ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ჩემპიონია.

მეტი...

„უნდა გაიშალოს წინააღმდეგობის ერთიანი ეროვნული ფრონტი“ – ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ლელოს“ წარმომადგენლის – ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, პროტესტი ყველგან უნდა ისმოდეს, რომ პარლამენტმა მისი გატანა ვერ შეძლოს. „რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს წინააღმდეგობის ერთიანი ეროვნული ფრონტი. წინააღმდეგობა უნდა იყოს კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფებშიც, ქუჩაშიც, ყველგან,  ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. ამ პროცესში ყველას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი წვლილი შესატანი, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებსაც“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. ოპოზიცია ხვალინდელი პროტესტის დასაგეგმად დღეს პარლამენტში შეიკრიბა. დეპუტატის შეფასებით,  ხვალ რა მოხდება ეს ხვალ გამოჩნდება. „ვემზადებით ხანგრძლივი, ძალიან პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის. მხოლოდ ეს კანონი…

მეტი...

დააკავეს მამაკაცი რომელიც უკრაინაში გასაგზავნ სასწრაფოს მანქანებს წვავდა

40 წლამდე მამაკაცი, რომელიც პოლონეთში დააკავეს, დივერსიული აქტის მოწყობაშია ბრალდებული. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს განზრახ ცეცხლს უკიდებდა. მსგავსი რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული. არსებობს ეჭვი, რომ დაკავებული რუსეთის დავალებას ასრულებდა.  

მეტი...

ევროკავშირმა სანქციების მე-10 პაკეტში რუსეთის 120 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა

ევროკავშირის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ სანქციების ახალ პაკეტში მოექცნენ როგორ ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და დაწესდა ექსპორტში აკრძალვა. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო სანქციების მე-10 პაკეტი ამ სასტიკი ომის გაგრძელების ხელშემწყობთა წინააღმდეგ. ახალი სანქციები ეხება საბანკო სექტორს, ასევე მათი სამიზნეა რუსეთის ხელმისაწვდომობა ორმაგი დანიშნულების საქონელზე და მოწინავე ტექნოლოგიებზე, ისინი სანქცირებულთა სიაში 100-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ამატებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობისთვის. სანქცირებულთა სიას 120 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა, დაწესდა მნიშვნელოვანი ახალი შეზღუდვები იმპორტსა და ექსპორტზე, აიკრძალა…

მეტი...

რამ გამოიწვია 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალება?!   

„შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს და სადაც საუბარია იმ შეცდომებზე, რამაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალება გამოწვია. პროკურატურა კომპანიის მხრიდან მერიისთვის დოკუმენტაციის დამალვასა და მერიის მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს…

მეტი...

„ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი“ – სენატორი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე  

სენატორი ჯინ შაჰინი „ხალხის ძალის“ მიერ  საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს. როგორც ამერიკის სენატის წარმომადგენელი აცხადებს,  რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია. „ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია.  ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს“ – აცხადებს სენატორი შაჰინი.

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის ყოფილ თანამშღომლებს ბრალი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“. „საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო…

მეტი...

საპროტესტო განწყობასა და კანონპროექტის განხილვის ჩაშლაში ოპოზიციას „გირჩიც“ დაეხმარება

საპარლამენტო ოპოზიცია დილიდან პარლამენტშია შეკრებილი და 6 მარტის საპროტესტო დღის წესრიგზე მსჯელობს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მთავარი სამიზნეა „ხალხი ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის ჩაშლა. ოპოზიციას მხარს უჭერს „გირჩიც“, თუმცა, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, ჯერჯერობით, მათ გეგმებს არ იცნობს. „ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, განსხვავებული პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ნაკლებად აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს კანონი რაიმეს შესაცვლელად კი არ არის შემოღებული, ეს საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა, ან მზად ვარ ამისთვის. წელიწადი გავიდა, რაც ოპოზიცია ერთად შეკრებილი არ მინახავს. სანამ ამ ხალხს არ…

მეტი...

პარლამენტში შეკრებილი ოპოზიცია ხვალინდელი დემარშისთვის ემზადება

  საპარლამენტო ოპოციზია პარლამენტში შეიკრიბა და ხვალინდელი დღის აქციას გეგმავს. „ლელოს” კაბინეტში შეკრებილები გეგმავენ, ხვალ რა ფორმით შეუშალონ ხელი და როგორც ჩაშალონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს. „უცხოური გავლენების აგენტების  შესახებ კანონპროექტი“ კომიტეტის სხდომაზე არ უნდა გავიდეს, აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ყველანაირ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ კომიტეტის სხდომა ვერ შედგეს. „მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, თუ რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ“ – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ მედიასთან. პარლამენტში ხვალ ისევ ხმაური იქნება, კანონპროექტის განხილვა გრძელდება

მეტი...

პარლამენტში ხვალ ისევ ხმაური იქნება, კანონპროექტის განხილვა გრძელდება

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის – „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვას საპარლამენტო კომიტეტებში ხვალ გაგრძელდება. კომიტეტის პარალელურად, პარლამენტს შენობაში და გარეთ საპროტესტო აქციას აანონსებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. კანონპროექტს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ კომიტეტის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ. შეგახსენებთ რომ, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებზე საკითხის განხილვას დიდ ხმაური მოჰყვა. პარლამენტს გარეთ კი 36 ადამიანი დააკავეს.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. სალომე ზურაბიშვილი  ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ნიუ იორკში ვიზიტისას, პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიო გუტერეშსა და გაეროს სხვა წარმომადგნლებს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

მეტი...

ზვავსაშიშროების გამო, გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაიით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აღნიშნულია  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მეტი...

დააკავეს ძებნილი ქართველი, ვინც იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ჩავიდა

იტალიის აეროპორტში წლების წინ ძებნილი ქართველი მამაკაცი დააკავეს. 38 წლის ირაკლი ნარიმანიძე იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად და მის საგულშემატკივროდ ჩავიდა. ნარიმანიძე ნე­ა­პოლის აეროპორტში აიყვანეს. ის, წლების წინ, საბერძნეთში ჩადენილი დანაშაულის გამო 11 წელია იძებნება. მას მკვლელობის ბრალდებისთვის საბერძნეთის სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

უკრაინაში სექსუალური ძალადობის 117 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბავშვების

უკრაინის პირველი ლედის განცხადებით, ომში მყოფ ქვეყანაში, რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. როგორც ოლენა ზელენსკა აცხადებს, ძალადობის მსხვერპლები არასრულწლოვნებიც არიან. „რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა ოფიციალურად  არის დაფიქსირებული. დაზარალებულები არიან როგორც ქალები, ისე ბავშვები, 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ეს მხოლოდ ის ციფრებია, ვინც საუბრობს ფაქტის შესახებ, ასობით ადამიანი იტანჯება სიჩუმეში“ – აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.  

მეტი...