ზვავსაშიშროების გამო, გუდაურის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაიით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აღნიშნულია  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები