საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება.
ნიუ იორკში ვიზიტისას, პრეზიდენტი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიო გუტერეშსა და გაეროს სხვა წარმომადგნლებს.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.