მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, გიგა გიგაშვილს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი ახლახან დასრულდა. მანამდე კი, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც მისი ბრალეულობის საკითხი დეტალურად იყო აღწერილი.

გიგა გიგაშვილს ბრალი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ. დაცვის მხარე კი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მეორე ბრალდებულსაც, კომპანია – ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძესაც, რომელსაც ყალბი დოკუმენტაციის შედგენას და გამოყენებას ედავებოდნენ.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის ყოფილ თანამშღომლებს ბრალი წარუდგინეს

მსგავსი თემები