„ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი“ – სენატორი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე  

სენატორი ჯინ შაჰინი „ხალხის ძალის“ მიერ  საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს. როგორც ამერიკის სენატის წარმომადგენელი აცხადებს,  რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია.

„ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია.  ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს“ – აცხადებს სენატორი შაჰინი.

მსგავსი თემები