პარლამენტში ხვალ ისევ ხმაური იქნება, კანონპროექტის განხილვა გრძელდება

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის – „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვას საპარლამენტო კომიტეტებში ხვალ გაგრძელდება. კომიტეტის პარალელურად, პარლამენტს შენობაში და გარეთ საპროტესტო აქციას აანონსებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

კანონპროექტს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ კომიტეტის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

შეგახსენებთ რომ, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებზე საკითხის განხილვას დიდ ხმაური მოჰყვა. პარლამენტს გარეთ კი 36 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები