ევროკავშირმა სანქციების მე-10 პაკეტში რუსეთის 120 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა

ევროკავშირის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ სანქციების ახალ პაკეტში მოექცნენ როგორ ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და დაწესდა ექსპორტში აკრძალვა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირმა მიიღო სანქციების მე-10 პაკეტი ამ სასტიკი ომის გაგრძელების ხელშემწყობთა წინააღმდეგ. ახალი სანქციები ეხება საბანკო სექტორს, ასევე მათი სამიზნეა რუსეთის ხელმისაწვდომობა ორმაგი დანიშნულების საქონელზე და მოწინავე ტექნოლოგიებზე, ისინი სანქცირებულთა სიაში 100-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ამატებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში მონაწილეობისთვის.

სანქცირებულთა სიას 120 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა, დაწესდა მნიშვნელოვანი ახალი შეზღუდვები იმპორტსა და ექსპორტზე, აიკრძალა რუსეთის პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები. დაწესდა ახალი აკრძალვები 11,4 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტზე დაწესდა დამატებითი აკრძალვები თითქმის 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტზე სანქცირებულთა სიას კიდევ ორი რუსული მედია საშუალება მიემატა.

დაწესდა სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის, ანგარიშგების ახალი ვალდებულებები რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებთან დაკავშირებით.  სანქცირებულთა სიებში ასევე მოხვდნენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევა. ევროკავშირის სანქციები მნიშვნელოვნად აზიანებს რუსეთის ეკონომიკას და კრემლის მიერ თავისი აგრესიის დაფინანსების შესაძლებლობას” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები