უკრაინაში სექსუალური ძალადობის 117 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბავშვების

უკრაინის პირველი ლედის განცხადებით, ომში მყოფ ქვეყანაში, რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. როგორც ოლენა ზელენსკა აცხადებს, ძალადობის მსხვერპლები არასრულწლოვნებიც არიან.

„რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა ოფიციალურად  არის დაფიქსირებული. დაზარალებულები არიან როგორც ქალები, ისე ბავშვები, 13 არასრულწლოვანი, მათ შორის ბიჭი. ეს მხოლოდ ის ციფრებია, ვინც საუბრობს ფაქტის შესახებ, ასობით ადამიანი იტანჯება სიჩუმეში“ – აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.

 

მსგავსი თემები