„ისტორიული მიღწევა… ერთი ნაბიჯი გვაშორებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ისტორიული მომენტია.

„ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დადებითი დასკვნა უკრაინის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული მიღწევა ყველასთვის, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის მუშაობს. დარწმუნებული ვარ, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური ყოფილიყო“ – აცხადებს ზელენსკი.

მისივე შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელიც ვროკავშირმა მიიღო, მხოლოდ უკრაინას არ მოუტანს სარგებელს.

„უკრაინული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია.  ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება მხოლოდ ჩვენთვის არ არის დადებითი. ეს არის უდიდესი წვლილი ევროპის მომავალში მრავალი წლის განმავლობაში“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები