„ქართული ოცნების ლანძღვა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ შეცდომებზე სწავლა”- იაგო ხვიჩია

,,თუ დავინახეთ, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც იდეების დანახვა და მათი დაცვა შეუძლიათ, ჩვენ მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, მაგრამ ეს ასე ერთი ხელის მოსმით არ ხდება“,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მმართველი პარტიის ლანძღვის დრო არ არის.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ალტერნატიული იდეა. რა იდეაც არის მართლა ევროპული იდეა. „ქართული ოცნების“ ლანძღვა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ შეცდომებზე სწავლა და ჩამოყალიბება იმ აზრზე, რა აზრიც გვინდა დავუპირისპიროთ დღეს არსებულ აზრს. იმიტომ, რომ როგორც გვითხრეს, ეს აზრი ევროპული არ არის და თუ ეს აზრი არ შეიცვლება, ევროპაში არ მიგიღეთო. მაგრამ ეს აზრი რომ შეიცვალოს, ერთპიროვნული მმართველობის ალტერნატიული აზრი უნდა გაჩნდეს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები