,,უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაოლო პოდოლიაკი „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს.

,,დღეს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ერთიანი პოზიცია: რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ჩვენი მიზნები უფრო ამბიციურია: უკრაინამ უნდა მოიგოს ომი და თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიარაღების გაზრდა. პარიტეტულობა არის გამარჯვების გასაღები”,- აღნიშნავს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები