,,არ მესმის, რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა“- ალექსეი დანილოვი მიხაილო პოდოლიაკზე

„ის გენერალური შტაბის წარმომადგენელია? მე ის იანუკოვიჩთან მხოლოდ ​კუნძებზე ვნახე? არ მესმის, რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა“, – ასე ეხმიანება  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, მიხაილო პადოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ 1 000 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ერთეული რეაქტიული სარაკეტო სისტემა და 500 ერთეული ტანკი.

დანილოვმა პოდოლიაკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვერ იგებს რატომ აკეთებს პოდოლიაკი ამგვარ განცხადებებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალური შტაბის უფროსს ან თავდაცვის სამინიტროს შეუძლიათ, ოფიციალურად განაცხადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის არმიის საჭიროებების თაობაზე, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები ამ კუთხით შეუსაბამოა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ფიგურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 200, 300 ან მეტი ადამიანი იღუპება. ზოგმა 1 000-ზე მეტიც კი თქვა. ამით ჟონგლიორობა არ შეიძლება. ეს ბოულინგი და ცირკი არ არის. ეს ხალხის ცხოვრებაა“, – განაცხადა დანილოვმა.

 

მსგავსი თემები