გერმანია უკრაინას სარაკეტო სისტემებს და მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უკრაინას მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებს და მძიმე შეიარაღებას მიაწვდის.

,,ჩვენ მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე გადავწყვიტეთ, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მიგვეწოდება მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მსგავსი თემები