,,პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ გარიყულ ქვეყნად აქცია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას ეხმიანება. პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი გარიყულ ქვეყნად იქცა, რომელსაც მოკავშირედ მხოლოდ სირია დარჩა.

„ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია,“-განაცხადა პოდოლიაკმა.

,,ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში იქნება ქაოსი”- ყაზახეთის პრეზიდენტი

მსგავსი თემები