,,ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში იქნება ქაოსი”- ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება, მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს.

„გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს.

და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა.

მსგავსი თემები