ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევის რეგიონში ჩავიდა.  ზელენსკი ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და  საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს შეხვდა.

შეხვედრისას, ქალაქში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, წყალმომარაგების აღდგენასა და სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამასთან, ზელენსკიმ ვიტალი კიმს სპეციალური ჯილდო გადასცა.

მსგავსი თემები