,,საქართველო დაჩაგრული აღმოჩნდა”- გიუნტერ კრიხბაუმი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, გიუნტერ კრიხბაუმის განცხადებით,  ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით, სტრატეგიული შეცდომაა.

„ფედერალური კანცლერი კიევშია. ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი! ბოლოს და ბოლოს ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. თუმცა ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, – წერს კრიხბაუმი Twitter-ზე.

მსგავსი თემები