თუ რუსეთი უკრაინას დაარტყამს, აშშ ამოქმედდება – ბაიდენი და ზელინსკი ერთმანეთს შეხვდნენ

ამერიკის პრეზიდენიტი, ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკის ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებენ.

“ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ “არაფერი შენზე შენს გარეშე”. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

მსგავსი თემები