,,პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად 4 მოზარდს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა” – ბიძინა კანაშვილი

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. სხვადასხვა დაზიანებით პაციენტები კლინიკებში გადაიყვანეს.

როგორც დამწვრობიის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დაზიანებები კი სახის არესა და კიდურებზე აქვთ.

სტაციონარში იმყოფება სამწუხაროდ 2 ბავშვი, 8 წლის და 9 წლის. მათ დამწვრობა აქვთ მიღებული პიროტექნიკის გამოყენებით შედეგად, დაზიანებული აქვთ ორივე მტევანი და სახის არე. ამჟამად იმყოფებიან დამწვრობის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში. სულ დაფიქსირდა 30 შემთხვევა, დიდ უმრავლესობას ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მიეცათ რჩევა-დარიგება,”- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კი 4 მოზარდია გადაყვანილი რომელთაც კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ. პროფესორ ბიძინა კანაშვილის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ თითის დაკარგვა ადგილზევე გამოიწვია.

“ჩვენს კლინიკაში არის 4 ბავშვი, ოთხივე მათგანი არის კიდურის მძიმე დაზიანებით, ამიტომ მოხდა მათი დაყოვნება. რაც შეეხება 2 ბავშვს, აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და უკვე გაწერილები არიან კლინიკიდან. ამ 4 ბავშვიდან 4-ივეს ადგილზე მოუვიდათ ეს ამპუტაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობა რომ გასკდა, ადგილზევე მოხდა თითის ამპუტაცია,” – განაცხადა ბიძინა კანაშვილმა.

მსგავსი თემები