ქუთაისის სამშობიაროში დედამ ახალშობილი მიატოვა

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი მიატოვა და წავიდა, არსებული ინფორმაციით მიზეზი უსახსრობაა.  დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო შვილი  დაეტოვებინა. მოგვიანებით კი სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდამჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში ქალს შესთავაზეს ყველა საჭირო პროგრამა ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით.

როგორც ისინი თვლიან, ამ ეტაპზე შვილის დედისგან განცალკევების აუცილებლობა არ არსებობს.  მათთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში, სადაც საცხოვრებლად ბავშვის საავადმყოფოდან გაწერისთანავე გადავა.

მსგავსი თემები