,,წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი” – ბექა ბასილაია

დღეს, 3 იანვარს, ორდღიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ადვოკატები შეხვდნენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ყველა ფანჯარა კვლავ ამოქოლილია და მათ წერილობითი კომუნიკაციის საშუალება ისევ არ ეძლევათ.

ადვოკატებმა ვიზიტის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს.

“ბუნებრივია, წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი, საქართველოს არ ეკადრება მესამე პრეზიდენტი ჰყავდეს პოლიტიკურ მძევლობაში ისეთ საქმეებზე, სადაც არ არის არანაირი მტკიცებულებები და ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი ფუნდამენტური უფლება არსებითად დაირღვა და ამ უფლებების აღდგენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს”, – განაცხადა ბექქა ბასიალაიამ.

შოთა თუთბერიძის თქმით, ისინი “ადვოკატთა ასოციაცის” სთხოვენ იმოქმედონ ადვოკტების უფლებების დარღვევაზე.

“ყველა ფანჯარა არის ამოქოლილი, ყველანაირი საშუალება, რომ წერილობითი კომუნიკაცია გვქონდეს პრეზიდენტთან, არის მომსპარი. ერთადერთი საშუალება, რომ გავაგებინოთ ერთმანეთს და გავცვალოთ აზრები, არის ხმამაღლა და გამოთქმით საუბარი, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას უსმენენ, სუსის ოფისში ჩაბუდებულმა ბიუროკრატებმა, კარგად გაიგონ. ცხადია, ეს საკითხი ძალიან მწვავეა და ჩვენ ასევე ვთხოვთ ადვოკატთა ასოციაციას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ქმედებები განახორციელოს და, როგორც მინიმუმ, გამოეხმაურონ ამ ქმედებას,”- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ასევე რუსთავის ციხეში ვიზიტს გეგმავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე.

მსგავსი თემები