,,გზებზე თუ არ მოხდა ადმინისტრირება, ინსპექტირება რა არის?” – ვაჟა იორდანაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაზე ისაუბრა.

როგორც იორდანაშვულმა განაცხადა ხშირად მძღოლები ძალიან მზაკვრულ ხერხს მიმართავენ, ისინი  ტექდათვალიერების წინ საკუთარ ავტომობილზე  გარკვეულ  ნაწილებს ახლით ანაცვლებენ, ქირაობენ რა ერთი დღით ახალ ნაწილს, რათა დაბრკოლების გარეშე მოახერხონ ტექნიკური ინსპექტირების გავლა შემდეგ კი ერთი წლით გათავისუფლდნენ.

,,ძალიან ხშირად სანათი მოწყობილებები, იგივე შუქფარები, არის დაზიანებული – გატეხილი, ახლის შეძენა შეიძლება იყოს ძვირი, ამიტომ შეიძლება დაშლილებში მიდიოდეს ადამიანი, შეიძლება თხოულობდეს ან ქირაობდეს ახალ ნაწილს, მიდიოდეს ინსპექტირების ცენტრში, ინსპექტირების ცენტრმა უბრალოდ უნდა შეხედოს, რომ შუქფარები გამართულია, ანათებს თანაბრად ორივე ფარი და უბრალოდ მეტი ბერკეტი ინსპექტირების ცენტრს არ გააჩნია. ” – აღნიშნა ვაჟა იორდანაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

,,გზებზე თუ არ მოხდა ადმინისტრირება, ინსპექტირება რა არის? – წელიწადში ერთხელ ადამიანი გადის სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, დანარჩენი მთელი 365 დღის განმავლობაში ის მოძრაობს გზებზე, გზებზე თუ არ ხდება ადმინისტრირება როდესაც ხედავს პირობითად პატრულის ეკიპაჟი , რომ ავტომიბილი არის გაუმართავი, დაზიანებული აქვს ფარი, აქვს მოჭარბებული კვამლიანობა მას შეუძლია ისედაც მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალება გააჩეროს და ადმინისტრაციული საკითხი განახორციელოს.” – განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

 

მსგავსი თემები