კალიფორნიაში ტყუპები სხვადასხვა წელში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ

კალიფორნიაში ქალმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთი 2021 წელს დაიბადა, ხოლო მეორე 2022 წელს.

პირველი ბავშვი 31 დეკემბერს 23:45 საათზე გაჩნდა, მეორე კი 15 წუთის შემდეგ 1 იანვარს.

“ჩემთვის სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან და სხვადასხვა დაბადების წლები აქვთ”, – განაცხადა დედამ, ფატიმა მადრიგალმა.

პატარები ავიდადის სამედიცინო ცენტრში დაიბადნენ. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნა და დაწერა, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია.

,,მივესალმებით აილინ იოლანდა ტრუხილიოს, როგორც პირველ ბავშვს 2022 წელს! მისი ტყუპისცალი, ალფრედო ანტონიო ტრუხილიო, დაიბადა 15 წუთით ადრე, პარასკევს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:45 წუთზე, რაც ნიშნავს, რომ მათი დაბადების დღე სხვადასხვა დღეს, თვესა და წელს მოდის – შანსი 2 მილიონში 1!”- წერია ადმინისტაციი პოსტში.

მსგავსი თემები