ხაშურის სოფელ აძვისში სახლი დაიწვა და სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისში სახლი დაიწვა, რის შედეგადაც სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

გელა იპაროიძის ოჯახის დასახმარებლად, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, მეზობლები და სოციალურ ქსელში მოქალაქეები გააქტიურდნენ ისნი ცდილობენ, რომ სოციალურად დაუცველებს როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად დაეხმარნონ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

მსგავსი თემები