ვირუსით 943 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 15 032 ტესტი და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 789 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  938 583-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.77%.

 

მსგავსი თემები