უხვი ნალექის გამო შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო  შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ამჟამად პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, დიდთოვლობის გამო ასევე შეუძლებელია სოფლები სგზებზე ტრანსპორტით გადაადგილებაც.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში 35 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები. რაც შეეხება ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.

მსგავსი თემები