მიხეილ სააკაშვილი მისი წამების ფაქტების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც მისი წინააღმდეგ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს.

აღნიშნული ინიციატივა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააჟღერა.

„არის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. ეს მდგომარეობა არ დასრულებულა. მას სჭირდება სათანადო სამედიცინო დახმარება, რომლის მიღებასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ ახერხებს. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური  და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”, – განმარტავს გიორგი მშვენიერაძე.

 

მსგავსი თემები