ექიმები წინასაარჩევნო კამპანიაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მიმართავს, წინასაარჩევნო კამპანიაში ექიმებიც ჩართონ. როგორც გამყრელიძე განმარტავს, აღნიშნული საკითხი მან საკოორდინაციო საბჭოზეც გააჟღერა.

„ბევრ ადგილას დავაყენე ეს საკითხი. საკოორდინაციო საბჭოზეც ვთქვი და მოვუწოდე პოლიტიკოსებს, რომ შეხვედრებზე ატარეთ ექიმები ან ექიმებისგან ისწავლეთ მთავარი გზავნილები და თქვენი შეხვედრები დაიწყეთ აცრებზე გზავნილებით,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ საარჩევო კანდიდატები თავიანთ სლოგანად ვაქცინაციის თემას გამოიყენებენ.   

მსგავსი თემები