“დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პანდემიის ფონზე, ლოკალური შეზღუდვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი განმარტებით, დღეს ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია.

“ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრა, ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა.

დღეს, ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია, ვთქვით რომ ლოკალური, ცალკეული შეზღუდვები იქნება და არის კიდეც, მთელმა მსოფლიომ იგივე გზა გაიარა,”- აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები