კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 8,34 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,98 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,98 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,72 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 034 პირს დაუდასტურდა, 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, ორ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები