“ქართულ ოცნებას” საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების ახსნა – ვახტანგ მეგრელიშვილი

რა მოსწონთ და რას იწუნებენ პრეზიდენტის გზავნილებში პოლიტიკოსები? – სალომე ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის მთავარი თემაა.

ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, პრეზიდენტი სამართლიანად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, რადგან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა, მოულოდნელი იყო.

“მოულოდნელი იყო ეს გამოსვლა, რადგან ასეთი მკაფიო პოზიცია, რომლეიც “ქართული ოცნების” ღია პოლიტიკას უპირისპირდება ჩემი აზრით იმის მანიშნებელია, რომ მმართველი გუნდი უნდა დაფიქრდეს სწორია თუ არა ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ. მათ საკუთარი პრეზიდენტისთვის არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების ახსნა,”- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები