ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ჟურნალ „ლანცეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება. 100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე! 70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე! 59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები