საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

“ერთ-ერთი ელემენტი ფიზიკური დაპირისპირებისა და ესკალაციის თავიდან აცილებაა” – ევროკავშირის ელჩი

„მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება. ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მოქმედებასთან ერთად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე…“ – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აქცენტს  მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე აკეთებს. კარლ ჰარცელის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „არჩევნები მოახლოვდა და ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ შეთანხმებას თითქმის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაუჭირა მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძირითადი პარამეტრები, რომელსაც მოახლოებული არჩევნები ეფუძნება ახლა ფართო…

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.  უწყების ცნობით,  ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფს” ყაჩაღურად თავს დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

გორთან, ავტობანზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წუხელ საავადმყოფოში 11 პირი შეიყვანეს. შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.

მეტი...

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. დაიღუპა ხუთი და დაშავდა 11 ადამიანი.

მეტი...