საქართველოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა. „თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, – განაცხადა ენდელაძემ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

მეტი...

„რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება” – ილჰამ ალიევი

აზერბაჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  Haber Türk-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სომხეთს შეიარაღება მისცეს და ეს მას არ შეუძენია. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას, რომელსაც სომხეთში 5 000 სამხედრო ყავს. „ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული. ეს შენი ფულით იყიდე? – არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა კი ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ. რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი…

მეტი...

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არ გადაიყვანენ

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. „14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის…

მეტი...

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. 1992 წელს დაბადებული პირი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. “ბიო“, რომელიც 2020 წლის 11 ოქტომბერს, გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით, ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ლ.ბ.-ს მიმართ გამოძიება…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში​ კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 147 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 2 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 23 პაციენტი. 

მეტი...

თბილისში ათი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ათი ბაღი დროებით დაიხურა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს. თბლისში მოქმედი 181 ბაღიდან დასახელებული მიზეზით ჯამში 13 ბაღი არ ფუნქციონირებს – სამუშაო პროცესი ოქტომბრიდან არ განახლებულა სამ დაწესებულებაში (#53, #99 და #36 ბაღები), რომელთა პერსონალს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა. დროებით დახურულ ბაღებს შორისაა #4, #29, #35, #93, #153, #16 ბაღები, ასევე ბაღი „ხუთკუნჭულა“. შეგახსენებთ, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.

მეტი...

გერმანიაში კორონავირუსის 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში კვლავ რეკორდულად გაიზარდა. ქვეყანაში 6 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეისთვის იმ პირთა საერთო ოდენობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურეს 341 223 -ს შეადგენს. ამ დრომდე ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 28 მარტს დაფიქსირებული 6 294 შემთხვევა იყო. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, გასულ 24 საათში, ვირუსს 33 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალური შემთხვევების ჯამი კი 9 710-ია.

მეტი...

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან ერთ-ერთ კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. „ჩემი ძმა წელიწადი და 8 თვეა პარალიზებულია. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ექსპერტიზა ჩატარებულა და არაერთხელ მიუმართავთ რეკომენდაციით სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, რომ ჩემი ძმის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში მომხდარიყო, რაზეც დღემდე უარს ვიღებდით. ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, პარალიზებული ხელ-ფეხი ჯანმრთელ ხელ-ფეხთან შედარებით საკმაოდ დაწვრილებულია. პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, მარჯვენა ფეხის კიდური 9-10 სანტიმეტრითაა დაწვრილებული ჯანმრთელ…

მეტი...

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მატულობს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი გაიზარდა ამერიკის 36 შტატში. შეზღუდვებს ამკაცრებენ ევროპის ქვეყნები. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საფრანგეთში, 17 ოქტომბრიდან კი პარიზსა და 8 ქალაქში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება. ბოლო 24 საათში “კოვიდ-19-ის” რეკორდულად მაღალი დღიური შემთხვევები დადასტურდა გერმანიასა და იტალიაში. შეზღუდვები გაამკაცრა გერმანიის მთავრობამ. ქვეყანაში 10 ადამიანამდე შემცირდა შეკრების ლიმიტი, რესტორნები კი საღამოს 11 საათის შემდეგ დაიხურება. მომდევნო 15 დღე ესპანეთში, კატალონიის რეგიონში მუშაობას შეწყვეტს ყველა ბარი და რესტორანი. ახალი შეზღუდვები დაწესდება პორტუგალიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში ვირუსის გამო რუსეთში 239, თურქეთში 57,…

მეტი...