„რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება” – ილჰამ ალიევი

აზერბაჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  Haber Türk-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სომხეთს შეიარაღება მისცეს და ეს მას არ შეუძენია. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას, რომელსაც სომხეთში 5 000 სამხედრო ყავს.

„ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული. ეს შენი ფულით იყიდე? – არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა კი ყველამ იცის. თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ. რაც უფრო ადრე შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტანკსა და ქვემეხს შეინარჩუნებენ. რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ 5 ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თუ არა თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? – არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? – არა“ – აცხადებს ილჰამ ალიევი Haber Türk-სთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები