ოკუპირებულ აფხაზეთში​ კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 147 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 2 400-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 23 პაციენტი. 

მსგავსი თემები